18 ივლისს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქი მხატვრის, ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე მხატვარი თსუ-ის სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ებრუს მეთოდით ხატვის დემონსტრირებას მოახდენს. გამოფენას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ის იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრებიან.