"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გაიმართა ვებ საიტ Pinpoint.ge-ს დაჯილდოების ცერემონია. პინპოინტი საქართველოს ყველაზე დეტალური ონლაინ რუქაა, რომელიც ამ ეტაპზე 26 ათასზე მეტ ობიექტს მოიცავს. ის ლიბერთი ბანკის შვილობილი კომპანია SmartEX-ის პროექტია.
გამართულ ღონისძიებაზე პინპოინტის მიერ მიმდინარე წლის მაისში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით. გამარჯვებულებს დაუმზადდათ ლიბერთი ბანკის Sმარტივი ბარათები, რომლებზეც შესაბამისი თანხაა დარიცხული.
პრიზები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ცოტნე ჯაფარიძე - 1000 ლარი; II ადგილი - გიორგი საბიაშივლი - 500 ლარი; III ადგილი - ალექსანდრე მუჯირი - 300 ლარი
პინპოინტმა აგრეთვე მიიღო გადაწყვეტილება, წამახალისებელი პრიზით დაეჯილდოებინა მე-4 ადგილზე გასული კონკურსანტი, სალომე გაბელაია, რომელსაც კომპანიამ 200 ლარი გადასცა.
ცერემონიაზე ასევე მოხდა საიტის ახალი ვერსიის გაშვება, რომელსაც მრავალი ახალი ფუნქცია დაემატა: რეიტინგისა და კომენტარის დატოვება, სამენოვანი ინტერფეისი და სხვა.
პინპოინტი მომხმარებელს მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს. აგვისტოს დასაწყისისთვის იგეგმება ახალი კონკურსის ‘დარუქე შენი უბანი'-ს დაწყება. სულ მალე კი ვებ გვერდ Pinpoint.ge-ს ბევრი მოსახერხებელი, მოქნილი ფუნქცია დაემატება.