,,აღნიშნული მასალა შსს რაღაც დანაშაულის მტკიცებულებად აქვს გამოყენებული, როდესაც ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუქცია, რომელსაც კაჭახიძე პარტიის წევრებს უტარებს",_ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ,,კონსერვატიული პარტიის" წევრის მერაბ კაჭახიძის დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ იგი ჩვეულებრივ პროცედურას ატარებდა.
,,პარტიის ანგარიშზე თანხა, რომ მოხვდეს ეს კანონმდებლობით გართულებული პროცედურაა და ეს პარტიის წევრებს, თუ კარგად არ განუმარტე საერთოდ სად წავა შემოწირული თანხა და საწევრო კაცმა არ იცის. მერაბ კაჭახიძე ჩანაწერში განმარტებას აკეთებს, რომ ჯერ ანგარიშები უნდა გახსნათ ბანკში, ვისაც გაქვთ ანაგიშები გახსნილი ბანკში კარგი, თუ არ გაქვთ გახსენით. ეს კაცი ბოლო თვეების განმავლოპბაში ორგანიზებას უკეთებდა ამ ამბებს. აღნიშნული მასალა კი შსს რაღაც დანაშაულის, მტკიცებულებად აქვს გამოყენებული,როდესაც ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუქცია, რომელსაც კაჭახიძე პარტიის წევრებ უტარებს", _ განაცხადა ძიძიგურმა.
შეაგხსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კოალიციის სამი წევრი დაკავეს.შსს ინფორმაციით, კოლიცია ,,ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა გეგმა, რომლითაც არაკანონიერი გზით პარტიულ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვას ახდენდნენ. აღნიშნულის შესახებ შსს სპეცვიალური ვიდემომასალაც გაავრცელა. დაკავებულებს ბრალს დღეს თვალთმაქცური გარიგებისთვის წაუყენებენ.