"არ მინდა მოხდეს NDI-ის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმის ჩამოყალიბება"_ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა NDI -ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების კომენტირებისას.
,,მე არ მინდა გაფერმკრთალდეს ის დამსახურება, რასაც რეალურად NDI იმსახურებს საქართველოში განხორცილეებული ბევრი დემოკრატიული პროექტის მხარდაჭერისათვის", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" კვლევის შედეგებს არ ენდობა.
,,კონკრეტულად კვლევებს, რაც შეეხება ჩვენმა კოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოაყალიბა და განცხადებაც გვქონდა, რომ კვლევებს სკეპტიკურად ვუყურებთ და იქნებ საჭირო აღარ იყოს კვლვების ჩატარება და ამ კუთხით ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას.მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან. NDI და IRI ამ ქვეყნის ინსტიტუტები არიან და მათ ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული საქართელოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის", - განაცხადა ,,ქართული ოცნების"ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს. პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით სულ 6299 რესპოდენტი გამოიკითხა.