აზერბაიჯანში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კობა კვახაძე, იგივე "კობა გრუზინსკი" დააკავეს. დაკავებისას მას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. კობა კვახაძეზე ძებნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2011 წლიდანაა გამოცხადებული.
მას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რამდენიმე ბინის ძარცვა ედება ბრალად.
გავრცელებული ინფორმაციით, კვახაძემ თორმეტი დანაშაული უკვე აღიარა. კვახაძის დაკავებას აზერბაიჯანის შს სამინისტოს პრესსამსახური ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ერთდროულად აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.