,,კარგად ვიცნობ ამ ქალაქის სპეციფიკას, მის ძლიერ მხარეებს, პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ფოთის მოსახლეობას პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ გეგმას შევთავაზებ", _ განაცხადა ,,ჯი-ეჩ-ენთან" საუბარში ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, ფოთი არის განსაკუთრებული ქალაქი, რომელიც იმავდროულად განასახიერებს სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოს.
"კარგად ვიცნობ ამ ქალაქის სპეციფიკას, მის ძლიერე მხარეებს, პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ჩემთან ერად საკმაოდ კარგი ადამიანების ჯგუფი მუშაობს, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემების კვლევის პროცესში არიან კომპეტენტურები, არამედ პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა გვაქვს, რომელსაც ფოთის მოსახლეობას შევთავაზებთ", _ განაცხადა ბესელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება, მისთვის დიდი პატივია.
,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე არჩევნებში სამეგრელოს რეგიონს მივეხმაროთ, ჩვენი მხარდამჭერებით. Aამიტომ საპატიოდ მიმაჩნია, ფოთში მაჟორიტარად დასახელება", _ განაცხადა ბესელიამ
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.