დღეს, 17 ივლისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე "საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები."
სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ჰუმანიტარულ ინტერვენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები. მათ შორის: მორალისა და სამართლის, ასევე real-politic-ისა და სამართლის ურთიერთქმედება ჰუმანიტარული ინტერვენციის დაკანონებისას, ომის დანაშაულები და ჟენევის კონვენციების დარღვევის ფაქტები ავღანეთის ომის დროს, უნივერსალური იურისდიქცია გენოციდზე - პრაქტიკული და თეორიული პრობლემები, გენოციდის წაქეზება და ა.შ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. კონფერენცია რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ჟურნალში.
კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია.