ქართველმა მოქანდაკემ ლევან ვარდოსანიძემ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა. კერძოდ, საერთაშორისო კონკურსზე "OLYMPIC SPORT & ART 2012" მისი ქანდაკება "ოლიმპიური ჰიმნი" ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ეს კონკურსი ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების წინ იმართება და კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები ქ.ლოზანას ( შვეიცარია ) საერთაშორისო ოლიმპიური მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში რჩება. აღსანიშნავია რომ 2000 წლიდან საქართველო სამჯერ გახდა ამ კონკურსის პრიზიორი და სამივე გამარჯვება ქვეყანას მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ მოუპოვა: 2000წ.- "ბეისბოლისტი"- ვერცხლის მედალი, 2008წ.- "ჩემპიონი" - ბრინჯაოს მედალი, 2012წ.- "ოლიმპიური ჰიმნი"- ვერცხლის მედალი.
ლევან ვარდოსანიძის სამივე ქანდაკებამ ქ.ლოზანას საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში დაიდო ბინა.