რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე თანხმობა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ადრე ეს თანამდებობა დიმიტრი როგოზინს ეკავა, რომელიც ამჟამად რუსეთის მთავრობაში, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მუშაობს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.
ალექსანდრე გრუშკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა და სხვა თანამდებობებზე 1977 წლიდან მუშაობს. იცის ნიდერლანდური და ინგლისური ენები. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.