,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოლიციის წევრების დაკავებას მათ "პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს", _ აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ადვოკატები დაკავებულების უფლებებს დაიცავენ.
,,რა თქმა უნდა, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე და ადვოკატები მუშობენ, მათთან ერთად არიან. ეჭვს არ იწვევს, რომ მათი დაკავება ჩვენი პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ასე ებრძვის დღევანდელი ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივატოვებთ და მათ ბოლომდე დავიცავვთ", _ განაცხადა ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების - ეროვნული ფორუმისა და კონსერვატორული პარტიის სამი წევრი დააკავეს. დაკავებულბს ბრალს დღეს წაუყენებენ.