ფრანგი ფერმერები ყოველდღიურად ძროხებს 2 ბოთლ ღვინოს ასმევენ. როგორც ფერმერები აცხადებენ, ღვინოს ძროხები კარგ ხასიათზე მოჰყავს, ზრდის მათ წველადობას და ხორცის ხარისხიც მატულობს.
თავდაპირველად ექსპერიმენტი ჩრდილოეთ საფრანგეთში მცხოვრებმა ჟან-კარლ ტასტავილმა საკუთარ ძროხებზე ჩაატარა, ხოლო ამის შემდეგ ძროხისთვის ღვინის მიცემა ქვეყნის ფერმერებმაც დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მეთოდს დიდი ხანია იყენებენ იაპონიაში, რის გამოც იაპონური ძროხის ხორცი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.