"თეგეტა მოტორსის" სტუდენტური კონკურსი „დაიწყე კარიერა წარმატებით" მეორე ეტაპზე გადადის. საუკეთესო პროექტების ავტორებისთვის, 17 ივლისს, 14:00 საათზე „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში მოეწყობა ღია კარის დღე და შეხვედრა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან, სადაც პროექტის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, უკეთ გაეცნონ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და გაიზიარონ მრავალწლიანი წარმატებული განვითარების გამოცდილება.
სტუდენტურ კონკურსს პირველივე დღიდან საზოგადოების დიდი ინტერესი მოყვა. შემოვიდა ასობით საინტერესო პროექტი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომელთა შორისაც, მეორე ეტაპისთვის, შეირჩა 25 ნაშრომი.
პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეეძლებათ სიღრმისეულად შეისწავლონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკა, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, ცოდნა, უნარები და შრომისმოყვარეობა, წარმოადგინონ ახალი იდეები, გამარჯვების შემთხვევაში კი გაიარონ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება „თეგეტა მოტორსში", დასაქმდნენ კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროექტებში და გახდნენ ერთ-ერთი მოწინავე გუნდის წევრები.
პროექტში გამარჯვებული სტუნდენტები რამდენიმე ეტაპის მიხედვით გამოვლინდებიან: პირველი ეტაპი გულისხმობდა საპროექტო დავალების შესრულებას, შემდეგი ეტაპები კი პროექტების დეტალურ დამუშავებასა და კომპანიის მენეჯმენტთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დაეთმობა.
პროექტის დასასრულს გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც გამოვლინდებიან გამარჯვებული სტუნდენტები.