საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 107.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 177.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.1 მლნ აშშ დოლარით (10.1 მლნ ლარით), ანუ 5.4 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 87.9 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.7 მლნ აშშ დოლარი (14.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.0 მლნ აშშ დოლარის (13.4 მლნ ლარი) გასული წლის ივნისში.