თურქეთის ქალაქ რიზეში საქარველოს მოქალაქე დაიღუპა. თურქული მედიის ცნობით, 35 წლის მამაკაცის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაე ქალაქ რიზეში ჩაის ქარხანაში არალეგალურად მძიმე პირობებში მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ტრაპზონის სასამართლომ მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენს.