როფ-ჯამფინგის დროს ახალგაზრდების დაღუპვის მიზეზებს პოლიცია იძიებს. ერთ-ერთი ორგანიზატორის ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ორგანიზატორები გამოძიების შედეებს ელოდებიან და ის მზადაა პასუხისმგებლობისთვის.
,,მიმდინარეობს ექსპერტიზა და ყველაფერი ცხადი იქნება. მე, პირადად, ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და ყველანაირი პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ. ყველაფერი უსაფრთხოების ნორმების დაცვით იყო, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა იყო და რაღაცა დეტალმა გვიმტყუნა და ამას ექსპერტიზა დაადგენს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა გუჯაბიძემ.
ორგანიზატორების მიმართ სამართალდამცვებმა სისიხლის სამართლის საქმე, 116-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრეს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ როფ- ჯამფინგს 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ემსხვერპლა.