აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდების პასუხებს დღეს შეიტყობენ. ტესტების პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.
წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სხვა საგნებთან შედარებით, ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია.
ჩარიცხვების ზუსტი სიის გამოქვეყნებამდე აბიტურიენტები საგნების პასუხებს ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ეტაპობრივად, შეიტყობენ.