17 წლის მოზარდი დაიღუპა ტბაში წალკის რაიონში.
ლაშა შანიძე ორ მეგობართან ერთად სოფელ ახალიკთან ახლოს მდებარე ტბაზე საბანაოდ წავიდა.
როგორც ქვემო ქართლის სამშველო სამსახურში ჰყვებიან, მან ცურვა არ იცოდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მოზარდის ცხედარი 1-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.