აშშ-ის ავიაკომპანია Delta Airlines-მა და გამოძიებიის ფედერალურმა ბიურომ ნიდერლადებიდან აშშ-ში მფრინავი თვითმფრინავების ბორტზე მომხდარი ინცინდეტების გამოძიება დაიწყეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ინდაურის ბუტერბრიდებში, რომელიც ამსტერდამი-მენიაპიოლისის რეისის მგზავრებს მიართვეს საკერავი ნემსები აღმოჩნდა.
ერთმა ადამიანმა მიიღო ტრავმა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლის, კრისტინ ბრაუნის განცხადებით, მან ჰოსპირტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ასევე, საკერავი ნემსები აღმოჩნდა ბუტერბროდებში ამსტერდამი-ატლანტას ორ რესიზე და ამსტერდამი -სიეტლის ერთ რეისზე.
"ჩვენ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად მივუდექით, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფედერალურ ხელისუფლებასთან, რომელიც იძიებს ამ ინცინდენტებს", - განაცხადა კრისტინ ბრაუნმა.
სრულმასშტაბიანი გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა ნიდერლანდების კომპანიამ Gate Gourmet-მ სადაც მომზადდა ბუტერბროდები.