გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია სამართალდაცველებს ჩაბარდა. მკვლელობის შემდეგ ცობეხია თავს აფარებდა ოკუპირებულ აფხაზეთს.
ბექა ცობეხიასთან ერთად დაკავებულია მისი ერთი მეგობარი, რომელიც ანაკლიაში მომხდარის შესახებ ინფორმაცია ფლობდა. მის წინააღმდეგ საქმე 322-ე მუხლით აღიძრა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წ.დ ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წ.დ ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.