სირიის მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა, ბი-ბი-სისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ასადი მზადაა გამოიყენოს ქიმიური იარაღი, თუ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება.
სირიის ყოფილი ელჩი ერაყში ნაბაფ ფარესი აცხადებს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ რეჟიმმა უკვა გამოიყენა ქიმიური იარაღი. სხვადახვა ქალაქებში ბომბების აფეთქება სირიის რეჟიმმა და ალ-ქაიდას ბოევიკებმა ერთობლივად განახორციელეს.
დიპლომატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი ხელისუფლებას მშვიდობანად არ დათმობს. იგი მიიჩნნევს, რომ ასადი ყველა ძალებით შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, "თუნდაც ამისთვის მას მთელი სირიელი ხალხის გაწირვამ მოუწიოს". ამავე დროს, დიპლომატი დარწმუნებულია სირიის რეჟიმის დამარცხებაში.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუუფლება მალე დაემხობა. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი", - განაცხადა ფარესმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისსპირებას გაეროს მონაცემებით უკვე ემსხვერპლა 15 ათასამდე ადამიანი.