დღეს, 17 ივლისს, ბათუმის ქუჩებში მუსიკალური და სანახაობრივი შოუებით მეექვსე ბლექ სი ჯაზფესტივალს მენ ინ ბრასი (Mobile music Shows - Men in Brass) გახსნის. ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს გამართავენ ლარი გრეჰემი ფანკ-ბასის ნათლიმამა, ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი, ვირტუოზი პიანისტი ჯოი კალდერაცო, ბექა გოჩიაშვილი თავისი ვარსკვლავური სექსტეტით, ბათერსკოჩი მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის ბიტბოქსში, ხოლო ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ბლექ ეიდ ფისის წევრი ტაბუ შესთავაზებს დიჯეი სეტს.
ფესტივალს დახურავს ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა სერჟიო მენდესი.
კონცერტები გაიმართება ბათუმის ტენისის კოპრტებზე, ძველ ბულვარში და კლუბ Take Five-ში. ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდება უფასო კონცერტებიც, სადაც წარდგება სხვადასხვა ჯგუფი.
მეექვსე ბლექ სი ჯაზ-ფესტივალი 22 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ისთერნ პრომოუშენსი. ფესტივალს წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტრო და თიბისი სტატუსი.