26 ივნისიდან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოებას აღარ განეკუთვნება გადამხდელის დავალიანების შესახებ ინფორმაცია.
დავალიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge , როგორც დასახელებით ასევე, პირადი ნომრის ან საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ასევე, დავალიანების დაფარვა ელექტრონულად.