ხვალ, 17 ივლისს, 46 აგრონომი და სოფლის მეურნეობის კონსულტანტი მიიღებს პროფესიული გადამზადების სერტიფიკატს. პროფესიული ტრენინგის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ეთერ ყამარაული,UNDP-ის პროგრამების ხელმძღვანელი სოფო ქემხაძე, აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე და მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორი დავით ბედოშვილი.
თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის პროგრამაში შევიდა თანამედროვე ფერმერობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: აგრონომია, მცენარეთა დაცვა, მეცხოველეობა, ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორია,ფერმერული მეურნეობის მართვა,ფერმერთა საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების მეთოდოლოგია და სხვა.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
სასწავლო კურსი მოამზადა და ჩაატარა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.
UNDP 2008 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების - ექსტენციის განვითარებას. დღეს ამ მომსახურებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორი ათასამდე ფერმერი სარგებლობს. კაჭრეთსა და ახმეტაში ექსტენციის ცენტრები უშუალოდ პროფესიული კოლეჯების ბაზაზე არსებობს, რაც კონსულტაციის მაღალ ხარსიხსა და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.