სირიაში ქიმიური იარაღის პროგრამის ხელმძღვანელი გენერალი ადნან სილუ ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ამის შესახებ გენერალმა თავის ვიდეომიმართვაში თავად განაცხადა.
ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ინტერნეტში განათავსა, ნათქვამია, რომ ამიერიდან ყოფილი გენერალი სირიის თავისუფალი არმიის გაერთიანებულ სარდლობას უხელმძღვანელებს. სილუს ოპოზიციის მხარეს გადასვლას არაბული გაზეთი "აშ-შარკალ-აუსატი" ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო წითელმა ჯვარმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავს როგორც სამოქალაქო ომს და მოითხოვს საერთაშორისო ჰუმანიტარული წესების დაცვას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე კონფლიქტისას 15 ათასამდე ადამიანია დაღუპული.
მასალის გამოყენების პირობები