ძლიერი წვიმის შედეგად შატილის კომპლექსის სამხრეთ ფასადი ჩამოინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვიდმეტრიანი კედელი მთლიანადაა ჩამოშლილი და ნგრევის საფრთხე აივნებიან კოშკებსაც ემუქრებათ.
შატილის სარეაბილიტაციო პროექტისთვის კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ერთ კვირაში იგეგმება.