ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველომ პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. ამის შესახებ "ეხო მოსკვის" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოში გასაწევრიანებლად.
მისივე თქმით, ნატოში საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაწევრიანდება.
"რაც შეეხება საზღვრების საკითხს, ჩვენ ნატოში გავწევრიანდებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იმიტომ, რომ ალიანსი, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა , აღიარებენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ", - განაცხადა ვაშაძემ.