რუსეთი გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რაც კარგია მსოფლიო ეკონომიკისთვის, რუსეთისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის. ამის შესახებ საქართველოსს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო "ეხო მოსკვის" განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეული მედიის არქივეებში კვლავაც რჩება სათაურები, რომ ვაშაძემ რუსეთის ვმო-ში შეშვებაზე უარი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩვენი დელეგაცია პირეველი დღეებიდან, პირველი რაუდიდან შვეიცარიაში დადიოდა მხოლოდ ერთი ინსტრუქციით, რომ რუსეთი შესულიყო ვმოში. ამასთან, არ უნდა დარღვეულიყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანოობის პრინციპი და არც ჩვენი სუვერეენიტეტის პრინციპი. უნდა აღვნიშნო, რომ ქართულმა დიპლომატიამ ამ ამოცანას თავი გაართვა", - განაცხადა ვაშაძემ.