ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე სამუშაოს მაძიებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ტრაპაიძე მათ ახალი სამინისტროს გეგმებსა და ამოცანებზე ესაუბრა და განუმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
,,უშუალოდ გავიგე რა პრობლემებია, რას მოითხოვენ. მათ ბევრი რამ შევთავაზე, რომელიც მათთვის მისაღებია და ეს უვე ჩემთვის ძალიან სერიოზული ბაზისია, რომ კიდევ უფრო გაასმაგებული ენერგიით შევუდგეთ იმ საკითხების მოგვარებას, რომელიც ამ ხალხს მეტ სიკეთეს მოუტანს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ტრაპაიძემ.