ხვალ, 16 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე: "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).