27 წლის გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, გიორგი ფოჩხუას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
"მოკლულია ნამდვილად. ნაცემია, თვალებზე სილურჯე აქვს, ყელზე კი ხელი ან თოკი აქვს მოჭერილი - ან ზღვაში ჩაახრჩვეს ან მოკლეს და შემდეგ გახადეს ტანსაცმელი, რომ ყველას გაეგო, თითქოს გიორგი დაიხრჩო. ის ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, ზუსტად ვიცი, წყალში ნასვამი არასდროს ჩადიოდა", - აცხადებს დაღუპულის და, ელენე ფოჩხუა.
დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა ცნობილია და მას გამოძიება ეძებს.
მსახიობისა და მომღერლის, გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გუშინ გამორიყა.
ქუთაისში ცხედრის ექსპერტიზა დღეს დასრულდა. ამ დროისთვის კი გარდაცვლილი ზუგდიდში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.