საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩველთა ლიგა" დაესწრება გორში, 15 ივლისს, 19:00 საათზე კულტურის სახლის წინ დანიშნულ აქციას.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ლიგა მერეთში, ხაშურში და განსაკუთრებით კარალეთში მომხდარი ძალადობის ფაქტებს ასახელებს
"წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ოპოზიციის ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მერეთში, ხაშურში და განსაკუთრებით კარალეთში მომხდარი ძალადობის ფაქტები ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლების აგრესია მიმართულია და ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შეკრების ან გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა სიცოცხლის უფლება", - აცხადებს ამომრჩეველთა ლიგა.