,,ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ,,ახალი მემარჯვენეები", ,,ეროვნულ-დემოკრატები" და ,,ქრისტიან-დემოკრატები" გამოხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ისინი დეკლარაციას მხარს უჭერენ და ინიციატივას შეუერთდებიან.
,,ჩვენ ამ დეკლარაციას შევუერთდებით, რადგან ყველა ის პუნქტი, ყველა ის დებულება, რომელიც დაფიქსირებულია ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია იმისათვის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაცია გაავრცელა.