ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში მგლებმა 17 სული ცხვარი გაანადგურეს.
დაზარალებულის აჩიკო მეზვრიშვილის თქმით, შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. მისივე განცხადებით, ანალოგიური შემთხვევა სოფლეში ხშირად ხდება რის გამოც ოჟიოს მოსახლეობა ხელისუფლებას სამონადირეო ჯგუფების შექმანისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალი 2 000 ლარამდე აღწევს.