სარფის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი დაზარალდა.
ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევა გახდა.
ავტობუსის მძღოლი საპირისპირო მხარეს გადავიდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.