გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ იაპონიის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუს ხელისუფლება აიძულა არნახული ევაკუაცია გამოაცხადოს.
400 ათასზე მეტ ადამიანს მიეცა მიითითება დატოვონ საცხოვრებელი სახლები. წვიმამ და მეწყერმა უკვე 22 ადამიანი იმსხვერპლა, 8 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ნალექის მოცულობამ გუშინ კუნძულზე საათში 110 მმ. შეადგინა. კუნძულზე მდინარეები ნაპირიდანაა გადმოსული. ასობით შენობაა დატბორილი ფუკუოკას, მუმამოტოს, საგას და ოიტას პრეფექტურებში.
თითქმის მთლიანად ევაკუირებულია ქალაქი იანაგავა, სადაც 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
სამაშველო სამუშაოებს ართულებს მეწყრის მიერ გზების დაზიანება. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც.
სინოპტიკოსები კვლავაც ვარაუდობენ ნალექს და კოკისპირულ წვიმას.