ანაკლიაში, ზღვაში ჯეობარის მონაწილე, მსახიობი გიორგი ფოჩხუა დაიხრჩო.
სამეგრელო ზემო სვათეის საგანგებო სუტაციათა სამსახურის უფროსის მერაბ კვარაცხელიას განცხადებით, სამსახურში 16:00 საათისთვის შევიდა შეტყობინება, რომ ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
" შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე გაემგზავრა სამშველო ჯგუფი. ზღვის მიერ გამორიყული იყო ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელიც აღმოჩნდა გიორგი ფოჩხუა", - განაცხადა მერაბ კვარაცხელიამ.
გიორგი ფოჩხუას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მისი ახლობელების განცხადებით, ფოჩხუა საკმაოდ ნორმალურად ცურავდა თუმცა აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას.
გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი იყო.