თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივლისის დადგენილებით, შპს ,,ელიტა ბურჯი" ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1" და ამავე ორგანული კანონის 34
2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის - 679 487 (ექვსასსამოცდაცხრამეტიათას ოთხასოთხმოცდაშვიდი) ლარის და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრის ხუთმაგი ოდენობის, 3 397 439 (სამიმილიონ სამასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ოთხასოცდაცხრამეტი) ლარის და 70 (სამოცდაათი) თეთრის ოდენობით.
სასამართლომ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს ,,ელიტა ბურჯის" მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და ამავე სამსახურის გადაწყვეტილების დადასტურების საკითხი, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,ელიტა ბურჯის" კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ელიტა ბურჯმა" პოლიტიკური კოალიაცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების საჭიროებისათვის პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ნივთების, კერძოდ ბრენდირებული მაისურების, ლოგოდატანებული კეპების, კაშნეებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების დასამზადებლად, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურეობის გაწევის მიზნით 2012 წელს 2 ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, საერთო ღირებულებით - 679 487. 94 ლარი, რომლითაც მომსახურება გაუწია კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს და რითაც მათ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა. შპს ,,ელიტა ბურჯმა" ამ ქმედებით, ჩაიდინა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' კანონის 342 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.