კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" ხვალ, 15 ივლისს, გორში „ქართული ოცნების" აქციას დააკვირდება. კოალიცია მონიტორინგს გაუწევს როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილებას, ისე თავად აქციის მიმდინარეობას. აღნუსხავს და შეისწავლის ყველა იმ პრობლემას, რაც აქციის მიმდინარეობისას გამოვლინდება.
ბოლო დღეებში „ქართული ოცნების" მოსახლეობასთან შეხვედრებზე მომხდარი ინციდენტებიდან, აგრეთვე, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გორის ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველანაირად უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.
კოალიცია იმედს იტოვებს, რომ გორში აქცია მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდება.