უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს გამოცდილება რეფორმების ჩატარების სფეროში უკრაინას არ მიესადაგება. ეს განცხადება მან ყირიმში კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა, უხდება თუ არა უკრაინას საქართველოს რეფორმების მოდელი.
"უკრაინა - სხვა ქვეყანაა. მხოლოდ ერთი დონეცკის ოლქის მოსახლეობა მეტია ვიდრე მთელს საქართველოში. მე დიდი ხანია რეფორმებით ვარ დაკავებული, მას შემდეგ რაც დაწესებულების დირექტორად დავიწყე მუშაობა უკვე 37 წელი გავიდა. დონეცკის ოლქში დღემდე მოქმედებს ჩემს მიერ დაწყებული პროგრამა რეგიონის განვითარებისა 2020 წლამდე",_ განაცხადა იანუკოვიჩმა.
მისივე თქმით, დღეისათვის ქვეყნის რეფორმირების თემაზე დისკუსიები გააქტიურებულია.
"მეცნიერებთან ერთად შევიკრიბეთ ერთი კვირის წინ და მთელი კვირა დღე ვიმუშავეთ. მე ასეთ დისკუსიებს გამუდმებით ვატარებ. წარმატებული რეფორმები შედგება: კარგი პროექტისაგან, კარგი გუნდისაგან და ხელსაყრელი პირობებისაგან", _ აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი.