გამთენიისას მეტროსადგურ "დიდუბეს" სალაროს თავს დაესხნენ.
თავდასხმა მეტროსადგურ "დიდუბეს" გახსნისთანავე, დილის 06.00 საათზე მოხდა.
რობაქიძის განცხადებით, სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად ბოროტმოქმედებმა სალაროდან ფულის დატაცება ვერ მოასწრეს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია ინციდენტის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.