სილვესტერ სტალონეს უფროსი შვილი ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
36 წლის სეიჯ სტალონეს დაღუპვის შესახებ მისმა ადვოკატმა ჯორჯ ბრაუნშტეინმა და მამის პრეს-მდივანმა მიშელ ბეგამ განაცხადეს.
"ეს ტრაგედიაა. ის იყო ახალგარდა წარმატებული კინომატოგრაფისტი და ბრწყინვალე ადამიანი.", - გაანაცხადა ბრაუნშტეინმა.
ლოს -ანჟელესის პოლიციამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 14:15 საათზე სტალონეს სახლში მისულმა პოლიციამ მისი ცხედარი აღმოჩინა.
სეიჯ სტალონე იყო მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. პირველად ის მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმში "როკი 5".