სოფელ კარალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ხუთი პირია დაკავებული. შესაბამის განცხადებას საქართველოს შსს ავრცელებს.
"11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.
ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო ინფო 9 -ის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა", - ნათქვამია შშ-ს განცხადებაში.