საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნავთობის ტრანსპორტირებასა და მის ვაგონცისტერნებში ჩატვირთვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ნავთობის ტრანსპორტირება მოხდება სამგორის სათავო ნაგებობიდან (სოფ. სართიჭალა) სოფ. ვაზიანში მდებარე შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" კუთვნილ რკინიგზის ჩიხამდე. მანძილი - არაუმეტეს 12.5 კმ. ნავთობის წლიური საერთო სავარაუდო გადასაზიდი რაოდენობა შეადგენს 14500 ტონა.
ასევე, ტენდერი გამოცხადდა წლიური საერთო სავარაუდო გადასაზიდი 1000 ტონა ნავთობის გადაზიდვაზე. ნავთობის გადაზიდვა მოხდება თელეთის N1 სარეწზე არსებული რეზერვუარებიდან (სოფ. გამარჯვება) სოფ. ვაზიანში მდებარე შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" კუთვნილ რკინიგზის ჩიხამდე. მანძილი - არაუმეტეს 6.5 კმ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 138 000 ლარს. მიწოდების სავალდებულო ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები 2010 წლის 16 თებერვლის 16:00 საათამდე უნდა წარადგინონ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.