დიდ დიღომში 37 წლის ქალმა, თავის სახლში, თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი მისმა მცირეწლოვანმა შვილმა სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა.
თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, აფხაზეთიდან დევნილ ქალს მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.