ტურისტთა 19-კაციანი ჯგუფი, რომელსაც ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ნაპოვნია. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და სახლებში დღეს დაბრუნდებიან.
ტურისტთა ძებნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტმა და დაბა ხაიშის პოლიციამ მათი ოჯახის შეტყობინების შემდეგ დაიწყეს და ხაიშიდან 25 კილომეტრში ტყეში მიაკვლიეს.
ტურისტთა ჯგუფი ჩხოროწხყუს რაიონიდან სვნაეთისკენ დაიძრნენ და ბოლო 5 დღის განმავლობაში დაკავშირებას ვერავინ ახერხებდა.