დღეს, 13 ივლისს, გაიუს იულიუს კეისრის დაბადებიდან 2111 წელი შესრულდება. როგორც ცნობილია, გიუს იულიუს კეისარი ძვ. წ. 100 წლის 13 ივლისს წარჩინებული პატრიციანული გვარის ოჯახში დაიბადა. ზოგი ვერსიით, დაბადების დღედ 12 ივლისია მიჩნეული.
ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი, წარმოშობით პატრიცი იულიუსი 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში - პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წლის 15 მარტს მოკლეს შეთქმულებმა.
მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.