ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 510 ჩვილი გახდება. ნათლობა სამების ლავრის სულიწმინდის სახელობის სანათლავ ტაძარში მოხდება.
პატრიარქის ნათლული უკვე 11 907 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მეტი შვილია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.