დღეს, 12 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" ლიდერების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ფიზიკურ დაპირისპირებას ქვების სროლაც მოჰყვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, ჟურნალისტებს სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები. მისივე თქმით, ნაცემია ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერები და მათი 100-მდე მხარდამჭერი კარალეთის მოსახლეობასთან შესახვედრად არ შეუშვეს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთნ" საუბარში კახი კალაძის პრეს-მდივანმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, მათ წინააღმდეგობა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის 40-კაციანმა ზონდერ ბრიგადამ გაუწია, რომელთაც კოალიციის ლიდერებს ქვების სროლა დაუწყეს. განსაკუთრებული აგრესიას კი კახი კალაძის მიმართ იჩენდნენ.
ჩრდილელის განცხადებით, ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
,,შემთხვევის დროს საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა, რამდენადაც ვიცი შემთხვევა ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა დააფიქსია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩრდილელმა.
მისივე თქმით, კახი კლაძესთან ერთან კარალეთის მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ კოალიციის სხვა ლიდერებიც და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ შორის - გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, გია ყარყარაშვილი.