ამომრჩეველთა ლიგა ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებას ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებაზე მონოპოლიის შენარჩუნების კიდევ ერთ უკანონო მცდელობად მიიჩნევს.
"კერძოდ ტელეკომპანიის მიერ დაფარვის ზონის გაფართოებისათვის ხელის შეშლა პირპდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი", - ნათქვამია ამომრჩეველთა ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ლიგა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სივრციდან გათიშვის მცდელობა.
"ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ესკალაცია ეჭვ ქვეშ აყენებს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
ვაფრთხილებთ ხელისულფლებას! მსგავს ქმედებას აუცილებლად მოჰყვება ქართული საზოგადოების საპასუხო რეაქცია", - აცხადებს ამომრჩეველთა ლიგა.