თბილისის მერია ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, 5 ივლისს გასული გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე" რესპოდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ*-ენი" უცვლელად გათვაზობთ:
ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, 5 ივლისს გასული გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე" რესპოდენტი რუსუდან წიკლაური, 2008 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარდგენით, 39-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია.
თბილისის მერიას, კანონის „ზოგადი განათლების შესახებ" თანახმად საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში ჰყავს წარმომადგენლები, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ სკოლების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ თბილისის საჯარო სკოლებს.
ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც არის მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათ პრობლემებზე მონიტორინგი, რუსუდან წიკლაური, როგორც თავად ამბობს, ფორმალობად მიიჩნევდა და გულგრილად ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში, თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლების ჩართულობით, ეფექტური სისტემის არსებობა, რაც თბილისის საჯარო სკოლების განვითარებას ისახავს მიზნად. რუსუდან წიკლაური აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოში და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ის უფრო მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
რაც შეეხება რუსუდან წიკლაურის განცხადებას, თითქოს პროექტი „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად" ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს არის ტყუილი. გამოკითხვა თბილისის მერიის მიერ უკვე მეოთხე წელია ტარდება. კითხვარი წინასწარ ქვეყნდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური შინაარსი. თბილისის მერია თბილისის ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენამდე, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს ბიუჯეტის პრიორიტეტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში თბილისის მერიამ გამგეობების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაწევის გარეშე, ჩაატარა გამოკითხვა. კითხვარი 28 პუნქტისგან შედგებოდა და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა მოენიშნა მისთვის პრიორიტეტული საკითხები, რაც საფუძვლად დაედებოდა ქალაქ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარსადგენი ბიუჯეტის პროექტის ჩამოყალიბებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ იმ კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.